html Bex-ის შესახებ | მონაცემთა ანალიტიკის გუნდი

მონაცემთა ანალიტიკა და ინჟინერია ერთი გუნდისგან

ყველა კომპანიას არ სჭირდება საკუთარი ანალიტიკოსის, მონაცემთა ინჟინრისა და AI სპეციალისტის დაქირავება. Bex ამ კომპეტენციებს ერთ გუნდში აერთიანებს: ვუკავშირდებით მონაცემთა წყაროებს, ვქმნით რეპორტებს და ვუწევთ სისტემას ტექნიკურ მხარდაჭერას. თანამშრომლობის მოცულობას თქვენი საჭიროების მიხედვით ვადგენთ.

როგორ ვფიქრობთ

პირველ რიგში ვარკვევთ, რა გადაწყვეტილების მიღება სჭირდება გუნდს. შემდეგ ვარჩევთ შესაბამის ინსტრუმენტს და ვათანხმებთ მაჩვენებლების გამოთვლის წესებს. სამუშაოს ვაფიქსირებთ კოდითა და დოკუმენტაციით, რათა სისტემის მოვლა ერთ ადამიანზე არ იყოს დამოკიდებული. ვადებსა და შესაძლებლობებს რეალისტურად განვსაზღვრავთ.

გამოცდილება

ჩვენი პროექტები მოიცავს საცალო ვაჭრობას, დეველოპერულ კომპანიებს, ფინანსებს, განათლებას, ქონების მართვასა და B2B მომსახურებას. ვიყენებთ Power BI-ს, Microsoft Fabric-ს, Python-სა და SQL-ს; საჭიროებისამებრ ვაერთიანებთ Bitrix24-ს, 1C-სა და სხვა სისტემებს.

კლიენტები და პარტნიორები

  • SKA
  • Orbi Group
  • TBC Insurance
  • Boxette
  • ნამი 8
  • Citycom
  • Redmed
  • Aromaco
  • Mr. Master
  • Profy

გაიგეთ, როგორ შეგვიძლია თანამშრომლობა.

მოგვწერეთ თქვენი ამოცანის შესახებ და განვიხილავთ, როგორ შეიძლება Bex-ის გუნდი დაგეხმაროთ.